- 233
- 0
IBSU-ს შიდასაუნივერსიტეტო ტურნირს 3×3 კალათბურთში დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი მასპინძლობდა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძის, გიორგი ხუჭუასა და გიორგი გოგრიჭიანის შემადგენლობით. გამარჯვებული გუნდი უნივერსიტეტისგან სიმბოლურ საჩუქრებსა და ფულად ჯილდოს მიიღებს. ტურნირი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თათა თოდრიამ IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ში გაცვლითი პროგრამები, მათ შორის Fulbright Visiting Scholars Program, Hubert H. Humphrey Fellowship Program, Fulbright TEA, FFDP, SUSI და მათში მონაწილეობის პირობები. ასევე, მოწვეულმა სპიკერმა მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანმა და პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში გიორგი მახარაშვილმა სკოლის მოსწავლეებისთვის სამედიცინო დახმარების უფასო მასტერკლასი ჩაატარა. მასტერკლასის მონაწილეები გაეცნენ სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდებს, სიცოცხლის ბაზისურ ალგორითმს, უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკას და პირველად დახმარებას სისხლდენების დროს. მომდევნო ტრენინგი ჩატარდება მარტში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი გამართა. IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების მომზადების ეფექტური ტექნიკები და სხეულის ენის სწორად გამოყენება. საჯარო გამოსვლების ჩემპიონატს უძღვებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ირაკლი შამათავა, რომელმაც ისაუბრა რიტორიკისა
UNESCO-ს ეგიდით დაფუძნებულ “მეცნიერების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმას. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ, რომელმაც ისაუბრა მეცნიერების როლსა და აკადემიური პერსონალის, ისევე, როგორც
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, IBSU-ში, შიდა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსის UNI4VERSE ფარგლებში, ვორქშოპების სესიები ჩატარდა. სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რათა შეემუშავებინათ და განევითარებინაც ინოვაციური სტარტაპ იდეები. ვორქშოპების სესიები მოიცავდა შემდეგ თემებს: ინოვაციური და სტარტაპ იდეების განვითარება: ნიკა ნათენაძე, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი / ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი აპლიკაციის აწყობის პრაქტიკული სესია: ლუკა ბაბუნაძე, მობაილ