- 249
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორებმა, თეა კუჭუხიძემ და თათა თოდრიამ, IBSU-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ში გაცვლითი პროგრამები, მათ შორის UGRAD, Fulbright, SUSI და მათში მონაწილეობის პირობები. ასევე, სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს.
IBSU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შოშიაშვილმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტებმა, მარი ლეთოდიანმა და ლუკა ამბალიამ, ფრანგულ-ქართულ სკოლაში ტრენინგი „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ ჩაატარეს. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სახალისო აქტივობის საშუალებით გაცნობოდნენ პროფესიის სპეციფიკას, ახალი ამბის სტრუქტურას, ჟურნალისტურ ეთიკასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხერხებს. შეხვედრა იყო ინტერაქციული სახის და შეხვედრის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტური გამართა. ორდღიან ტრენინგზე მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატებთან დაკავშირებული თეორიული საკითხები, ითამაშეს საცდელი რაუნდი, მსაჯებისგან მიიღეს უკუკავშირი და ჩაერთნენ საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავდა ორ სადებატო რაუნდს. დებატები გაიმართა ბრიტანული საპარლამენტო სტილით. მომდევნო ტური გაიმართება დეკემბერში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტი სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. IBSU-ს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ს ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დაესწრნენ Liberty Bank-ის სტუდენტური დასაქმების კამპანიის ‘Craft Your Future Career’ გახსნას. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ფინანსური, საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს, დაემყარებინათ პროფესიული ურთიერთობები და გასცნობოდნენ ახალ კარიერული შესაძლებლობებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულში: “Connecting to the world.” კვირეული მოიცავდა, როგორც სალექციო სესიებს სტუდენტებისთვის, ასევე ვორქშოფებს ლექტორებისთვის.