- 21/03/2019
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 159
- 0
დავით ბურდული IBSU-ს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი, თქმით ჩინეთი ყოველთვის იყო მისთვის მიმზიდველი ქვეყანა, იბსუ-მ კი შესაძლებლობა მისცა მას არამხოლოდ ეცხოვრა ამ ქვეყანაში, არამედ ერთი სემესტრით ესწავლა კიდეც ჩინეთის ტექნოლოგიურად წამყვან უნივერსიტეტში. დავითი თავად გვიზიარებს გაცვლით პროგრამაზე ჩინეთში, ბეიჯინგის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ყოფნისას მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს: “ჩინეთი ყოველთვის იყო ჩემთვის
16 მარტს შვეიცარიის „იუმეფ“ (UMEF) ჟენევის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორი დიპლომის გაცემას და სტუდენტების, მკვლევარების, პროფესორების გაცვლითი პროგრამაში ჩართვას, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე. https://goo.gl/vCU9uH
ჩემი განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიპყრო აბიტურიენტობისას, როდესაც არჩევანის გაკეთება მიწევდა, თუ სად მივიღებდი იურიდიულ განათლებას. სულ თავიდან რომ მოვყვეთ, სკოლას ოქროს მედალზე ვამთავრებდი და მეგონა, რომ მის გამოყენებას ვერსად შევძლებდი, თუმცა აქ მე სკოლაში მიღწეული წარმატებებიც დამიფასდა და დღეს სრული დაფინანსებით ვსწავლობ იბსუში. ყოველთვის მინდოდა უცხო ქვეყანაში მიმეღო განათლება, რადგან მაინტერესებდა, რამდენად
ცხოვრებაში მრავალი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ამ გადაწყვეტილებებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებას უკავშირდება. რთულია არჩევანის გაკეთება, როდესაც ამდენ განსხვავებულ უმაღლეს სასწავლებელს ხედავ, თუმცა მე ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია, რადგან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს ყოველივე ის, რაც სტუდენტს თავისი წარმატებული კარიერის ასაშენებლად სჭირდება. პირველივე კურსის, პირველივე დღიდან ვიგრძენი მაღალი სწავლების ხარისხი, რაც გამოიხატებოდა, როგორც
2018 წელს მომეცა შესაძლებლობა ამეხდინა ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება, რასაც საზღვარგარეთ განათლების მიღება ერქვა, და სწავლების ნახევარი სემესტრი გამეტარებინა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლოძის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული უნივერსიტეტი პოლონეთში. სწავლა საერთაშორისო გარემოში მიმდინარეობს, უმაღლესი დონის პროფესიონალებისა და ინოვაციური მეთოდების წყლობით კი განათლების მიღება ევროპული სტანდარტის