განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის სტუდენტებს სთავაზობს ბილატერიალურ გაცვლით პროგრამებს შემდეგ უნივერსიტეტებში: ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი – 2 ვაკანტური ადგილი; დოკუმენტაციის წარდგენის შიდა ვადა: 10.05.2019. ლოდცის უნივერსიტეტი, პოლონეთი – 5 ვაკანტური ადგილი; დოკუმენტაციის წარდგენის შიდა ვადა: 10.05.2019 ორ კვირიანი საზაფხულო სკოლა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, პერიოდი: 2019 წლის 28
2019 წლის 13 მარტს ჰაკათონის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
Sorry, this entry is only available in Eng.
14 აპრილისადმი მიძღვნილი კონკურსები სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აცხადებს 14 აპრილისადმი მიძღვნილ სამ კონკურსს. კონკურსების მიზანია სახელწმიფო ენის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში. ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, პრესტიჟის გაზრდა. ახალგაზრდულიკონკურსი “ქართული ენა და ინტერნეტი” კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს. განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში საკონკურსოდ შეიძლება წარმოდგენილიიყოს: ესე, პოპულარული სტატია, ბლოგი, პოდკასტი, ვიდეობლოგი და სხვა, უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com კონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის .31 მარტის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან: ერთი პირველი ადგილი – 500 ლარით ერთი მეორე ადგილი – 300 ლარით ერთი მესამე ადგილი – 200 ლარით „ჩემიპირველიქართული ტექსტი” – კონკურსი საქართველოს მოქალაქე მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენაკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს,რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. საკონკურსო ნაშრომები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com კონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის .31 მარტის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან: ერთი პირველი ადგილი – 500 ლარით ერთი მეორე ადგილი – 300 ლარით ერთი მესამე ადგილი – 200 ლარით „რეპორტაჟები1978 წლის 14 აპრილის შესახებ” კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა დაბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს კონკურსის მიზანია თაობათა კავშირის გაძლიერება და სახელმწიფო ენის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. კონკურსის მონაწილემ უნდაშეკრიბოს ზეპირი ისტორიები 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გააანალიზოს. ისინი. კონკურსანტმა ჩაწერილი 14 აპრილისშესახებ ზეპირი ისტორიები ესეს, თხზულების, ინტერვიუს, ჩანახატის სახით უნდა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com კონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის .31 მარტის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან: ერთი პირველი ადგილი – 500 ლარით
🗣 სამართლის ფაკულტეტმა სისხლის სამართლის კვირეული დაიწყო! 👨🎓 კვირეული გახსნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა შავლეგ თოდუამ თემით : “სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა” 🔷 ლექციას ესწრებოდნენ, როგორც სკოლის მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეები ასევე სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები. 🔷 შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა სტუდენტებთან ერთად განიხილა და შეაფასა სულ ახლახანს დანერგილი სიახლე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში. ⭕️ კვირეულის შემდეგი ლექცია
Hash Code არის გუგლის ჯგუფის მიერ დაფუძნებული შეჯიბრი პროგრამირებაში, სადაც მონაწილეობენ 2-დან 4-მდე რაოდენობის წევრებით შემდგარი ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ Google engineering challenge-ის პრობლემების გადასაჭრელად. ეს ღონისძიება გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღო თავისუფალი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სამმა ჯგუფმა. ისინი მუშაობდნენ რთული პრობლემების გადასაჭრელად, რათა გადასულიყვნენ შემდეგ ტურში.