- 19/03/2019
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 149
- 0
⭕️ სამართლის ფაკულტეტის დეკანმა 2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლითი პროგრამის წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა ⭕️ საბაკალავრო პროგრამის მეოთხე და მესამე კურსის სტუდენტებმა: რუსუდან შაშიკაძემ, ქრისტი უბილავამ, მარიამ ფილიშვილმა, მარიამ ბედოიძემ, თათა ჩხიკვაძემ და თეონა ხაჩიურმა ლოძის უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ყველა არჩეულ საგანში უმაღლესი ”A” შეფასება დაიმსახურეს, ფაკულტეტი მადლობას უხდის მათ გამოჩენილი სიბეჯითისთვის და საერთაშორისო დონეზე უნივერსიტეტის სამაგალითოდ წარმოჩენისთვის…
⭕️სისხლის სამართლის კვირეული დასრულდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის 👨🎓გოგა მინდიაშვილის საჯარო ლექციით 💬თემაზე: “საზოგადოების როლი პერსონალურ მონაცემთა დაცვაში“ ⭕️ კვირეული მოიცავდა ბოლო დროს განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს საკანონმდებლო სივრცეში ⭕️სტუდენტებმა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა სტუმართან ერთად განიხილეს სიახლეები, მათი ძლიერი და სუსტი მახასიათებლებით. ✅პროექტი “სამართლის კვირეული” განხორციელდა იურიდიული კლინიკის ფარგლებში. 🗣 შემდეგი მიმართულება, რომლის კვირეულიც გაიმართება
მიმდინარეობს 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზე განცხადებების მიღება. Mykolas Romeris University – ვილნიუსი, ლიტვა, Lodz University – ლოძი, პოლონეთი. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ფაკულტეტს.
ქეთა ავაზაშვილი იბსუ-ს ამერიკისმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტია და ამერიკის საელჩოში გაიარა სტაჟირება. რა გამოცდილება მიიღო სტაჟირებისას, რა თვისება დაეხმარა წარმატების მიღწევაში და რას ურჩევს მომავალ მონაწილეებს? – ქეთი თავად გიამბობთ. ქეთა ავაზაშვილი: ,,6 წლიდან ჩემს ოთახში ამერიკის დიდი დროშა მეკიდა და ყოველ დილით გაღვიძებისას მაგას ვუყურებ, როგორც წინსვლის დიდ მოტივაციას. მინდოდა უფრო ახლოს ვყოფილიყავი იმ მუშაობისა
17 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ,,იბსუ-ს სასკოლო ოლიმპიადა 2019” გაიმართა. საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, ზუგდიდი) დაფინანსების მოსაპოვებლად 1500-მდე აბიტურიენტმა მოიყარა თავი. ,,დიდი იმედი მაქვს, რომ სასწავლო გრანტს მოვიპოვებ. ჯერ არ დავრეგისტრირებულვარ, თუმცა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტია. იბსუ-ს სწავლის ხარისხი და საუნივერსიტეტო აქტივობები მოტივაციას მაძლევს, რომ სტუდენტი