განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას გამართავს; ფაკულტეტის ბაკალავრიტისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკის პოლიტიკა, კულტურა და ა.შ. კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 7 მაისს, 14.00 საათზე, A101 საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას, A-302 ოთახში.
სამართლის ფაკულტეტის 2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრის სარეიტინგო სისტემის გამარჯვებული, მესამე კურსის სტუდენტი მიხეილ ლაგაზაშვილი გახდა. მიხეილი შეფასდა, როგორც აკადემიური მოსწრებით ისე სოციალური აქტივობებით,რომელიც მან ერთი სემესტრის განმავლობაში გამოავლინა. ფაკულტეტისაგან ის ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას,მონდომებისა და ბეჯითად მუშაობისთვის. ეს პროექტი არის ერთგვარი შთაგონება სტუდენტებისთვის, იმისათვის რომ ისწავლონ, იყვნენ აქტიურად ჩართულნი სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში და განივითარონ
2019 წლის 10 აპრილს, 10:30 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრებიან სტუმართმასპინძლობის ინსტიტუტის ორი პარტნიორი სასტუმროს წარმომადგენლები. სასტუმროების დასახელებებია: Bauer Korl’s Golchner Hof (https://www.golchenerhof.de/) Familien Wellness Hotel Seeklause (https://www.hotel-seeklause.de/) მეორე სასტუმრო არის სწორედ ის საწარმო, რომელშიც ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას (ზაფხულის პერიოდში). აუცილებელია, შერჩეული სტუდენტები დაესწრონ შეხვედრას და გაიცნონ თავიანთი მომავალი დამსაქმებლები. სტუდენტებთან
Sorry, this entry is only available in Eng.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
✅ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების არა მხოლოდ აკადემიური,არამედ სოციალური აქტივობებით უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, სასწავლო პრაქტიკული სამართლის კურსის ფარგლებში სტუდენტები კლინიკის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდნენ მცხეთაში გასვლითი ღონისძიებით და დაათვალიერეს მცხეთაში არსებული ღირსშესანიშნაობები.