- 07/02/2019
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 205
- 0
2019 წლის 24 თებერვალს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის VI ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ფაკულტეტმა CTE_Winter School 2019- ის ფარგლებში, ორგანიზება გაუწია ტრენინგს (შესავალი პროგრამირებაში), მე -9 მე -12 კლასის მოსწავლეებისათვის. ტრენინგი ჩაატარეს ფაკულტეტის ორმა წარმატებულმა სტუდენტმა ვაჟა არვიაშვილმა და ემზარ ელიზბარაშვილმა, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილემ, რომელმაც თავისი პროექტი წარადგინა, გადაეცა სერტიფიკატი.
2019 წლის 1-ელ თებერვალს ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა ბიზნესის მართვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულ აკდამიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრის ფარგლებში მოხდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, აკადემიური კალენდრის გაცნობა, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი წესებისა და შეფასების სისტების შეხსენება. შეხვედრამ თბილ გარემოსა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ფარგლებში გამოიცა ნაშრომი „მომხმარებელთა უფლებების სამართალი“, რომელიც ეხმიანება საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმას სამართლის ამ მიმართულებით. კანონმდებლის მისწრაფებანი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ქვეყნის ვალდებულებით, სამართლის სისტემის დაახლოვებაზე ევროპულ სტანდარტებთან. წინამდებარე გამოცემაში სწორედ ეს სპეციფიკაა გათვალისწინებული შედარებითსამართლებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით. ნაშრომი სახელმძღვანელოს სტილითაა აგებული, თუმცა რეალურად შედგება ავტორთა დამოუკიდებელი კვლევებისაგან. მისი
Sorry, this entry is only available in Eng.