- 25/02/2019
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 208
- 0
✅სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში აგრძელებს პრაქტიკული სამართლის კურსს “Street Law”-ს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ✅პროექტის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა:👨🎓გიორგი ჯანიაშვილმა და 👨🎓მარიამ კაიშაურმა წაიკითხეს ლექციები შემდეგ თემებზე: 🥇„ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“ 🥈 ჩაგვრა ე.წ “Bullying” 🎯ლექციები ორიენტირებულია, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწისა და განვითარებისკენ.
საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით 24 თებერვალს ტექნოპარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღირსეული გამარჯვებით დასრულდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტიდან ქეისების შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა: ზურა ცირამუამ, თეკლა ლობჟანიძემ, კახი კახიანმა, გიორგი მაისურაძემ, ქეთი მარგალიტაშვილმა და ნანა გოგოხიამ. ჩვენმა სტუდენტებმა საჩუქრად პირველი საპრიზო
20 თებერვალს გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე: „განათლების მომავალი 21-ე საუკუნეში და როგორ ავიცილოთ უმუშევრობა“. მოწვეული იყო ერიკ ლივნი – გამოცდილი ეკომონისტი, პედაგოგი და მწერალი ეკონომიკის, პოლიტიკის კვლევისა და კონსულტაციის სფეროში 25 წლიანი გამოცდილებით.
19 თებერვალს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა გამართა შეხვედრა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მეოთხე კურსის სტუდენტებთან სავალდებულო სასწავლო კომპონენტთან – “BUS404 პრაქტიკასთან“ დაკავშირებით. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფრომირებას აღნიშნული სასწავლო კომპონენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში მოხდა პრაქტიკის სასწავლო კომპონენტის სილაბუსის და ასევე პრაქტიკასთან დაკავშირებული პროგრამის მოთხოვნების გაცნობა. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვის სამსახურის უფროსი და სტუდენტებს გააცნო კომპანიების