- 21/10/2024
- By მარიკა
- In სამეცნიერო სიახლეები, სიახლეები
- 328
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტი სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. IBSU-ს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ს ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დაესწრნენ Liberty Bank-ის სტუდენტური დასაქმების კამპანიის ‘Craft Your Future Career’ გახსნას. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ფინანსური, საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს, დაემყარებინათ პროფესიული ურთიერთობები და გასცნობოდნენ ახალ კარიერული შესაძლებლობებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულში: “Connecting to the world.” კვირეული მოიცავდა, როგორც სალექციო სესიებს სტუდენტებისთვის, ასევე ვორქშოფებს ლექტორებისთვის.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულში: “Connecting to the world.” კვირეული მოიცავდა, როგორც სალექციო სესიებს სტუდენტებისთვის, ასევე ვორქშოფებს ლექტორებისთვის.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსის ‘UNI4VERSE’ საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ. შეხვედრა დაეთმო კონკურსის ძირითად თემას – “მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები,” რომელსაც უძღვებოდნენ GITA-ს წამყვანი ექსპერტები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონკურსის ეტაპები, მენტორების მხარდაჭერა და ის შესაძლებლობები, რომლებიც მონაწილეებს ელით იდეების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი უნიკალური ვორქშოფი ფინანსური აუდიტის თემაზე, რომელსაც აუდიტორული კომპანია BDO-ს წამყვანი ექსპერტები უძღვებოდნენ. სტუდენტებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ფინანსური და აუდიტის პროცესებში. ვორქშოპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აუდიტის ბაზრის მიმოხილვას, რეგულაციებს, ეთიკასა და შიდა კონტროლის მექანიზმებს. პრაქტიკული ქეისის განხილვამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა რეალური