• საქართველოს ბანკის სტიპენდია
    • 1053
    • 0

    საქართველოს ბანკის სტიპენდია

    ცხადდება განაცხადებების მიღება საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე. პროექტის შესახებ საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით. კიდევ რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ? · სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს · სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით

  • ნინო ბერუაშვილის ლექცია – ‘დასაქმებისათვის აუცილებელი ტოპ-მოთხოვნადი უნარები’

    ნინო ბერუაშვილის ლექცია – ‘დასაქმებისათვის აუცილებელი ტოპ-მოთხოვნადი უნარები’

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტმა უმასპინძლა შეხვედრას თემაზე “დასაქმებისათვის აუცილებელი ტოპ-მოთხოვნადი უნარები.” ინტერაქტიურ შეხვედრას უძღვებოდა “Jungian Coaching School – International’-ის გენერალური მენეჯერი, ნინო ბერუაშვილი. სტუდენტებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მათ სოციალური უნარების, ემოციური ინტელექტისა და კომპლექსური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.  

  • რუსუდან გოცირიძის ლექცია – ‘ლიდერობის დინამიკა და გენდერული უთანასწორობა’

    რუსუდან გოცირიძის ლექცია – ‘ლიდერობის დინამიკა და გენდერული უთანასწორობა’

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის ორგანიზებით, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჩაატარა ლექცია თემაზე – „ლიდერობის დინამიკა და გენდერული უთანასწორობა: გავლენა და გამოწვევები”. ინტერაქტიურ შეხვედრაზე განიხილეს რეკომენდაციები და გზები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას ლიდერულ პოზიციებზე; ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში და საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და მათი გავლენა ქალთა ლიდერობაზე.

  • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა შიდა ქართლში

    არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა შიდა ქართლში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების  სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა შიდა ქართლში: ტურისტული პროდუქტი და ტურისტული ბიზნესი,” რომელსაც უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ლალი მიქელაძე.

  • IPN: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი გამოცხადდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს. ვრცლად: 

  • შიდა საუნივერსიტეტო ინტელექტუალური კონკურსი

    შიდა საუნივერსიტეტო ინტელექტუალური კონკურსი

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტუალური თამაშების კლუბის ინიციატივით, IBSU-ში ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო ინტელექტუალური კონკურსი. კონკურსის მიზანი იყო სტუდენტთა წახალისება, უნივერსიტეტში ინტელექტუალური კონკურსის ცნობადობის ამაღლება და მონაწილეთა დამეგობრება. 15 მონაწილე გუნდიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ. ფოტო: გიორგი გველესიანი 

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES