- 24/10/2018
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 174
- 0
25 ოქტომბერს ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა ჩაატარა ინტენსიური და ინტერაქტიული კურსი თემაზე “მასპინძლობა და ზოგადი უნარები”. კურსზე დისკუსიები გაიმართა შემდეგ თემებზე: მასპინძლობა და ‘კულტურა’, მასპინძლობა და ‘ზოგადი უნარები’, მასპინძლობა საქართველოში და ‘ზოგადი უნარები’. კურსის ბოლოს გაიცა მონაწილეობის სერტიფიკატები.
22 ოქტომბერს ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა ჩაატარა ინტენსიური და ინტერაქტიული კურსი თემაზე “ორგანიზაციული მართვა და ზოგადი უნარები”. კურსზე დისკუსიები გაიმართა შემდეგ თემებზე: ადამიანები, ორგანიზაციები და ‘კულტურა’; ორგანიზაციები და ‘ზოგადი უნარები’; ორგანიზაციული მართვა საქართველოში და ‘ზოგადი უნარები’. კურსის ბოლოს გაიცა მონაწილეობის სერტიფიკატები.
სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის ორგანიზებით, პროფესიული ინგლისურის ფარგლებში, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა „ლინდბერგის“ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით. სტუდენტებმა ოსტატურად წარმოაჩინეს, როგორც დაცვის ისე ბრალდების არგუმენტები და პრაქტიკულად გამოიყენეს ის ცოდნა, რომელსაც კურსის განმავლობაში იღებენ. მსგავსი საგანმანათლებლო სოციალური აქტივობების მიზანია, სტუდენტებისს მომავალ პროფესიასთან დაახლოვება, მათი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის განვითარება და ენობრივი ბარიერის დაძლევა.
ძვირფასო სტუდენტებო, 2018 წლის 15 ოქტომბერს, 18:30 საათზე ტექნოპარკში „Fear Group“-ის დამფუძნებელი, ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი და ფილანტროპი სტივენ ფეარი საჯარო ლექციას გამართავს თემაზე “The Importance of Enterprise for Georgia”. ლექცია განკუთვნილია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები მეწარმეებისთვის და მისი მთავარი თემა იქნება საქართველოში ბიზნესისა დამეწარმეების მნიშვნელობისა და როლის გააზრება. საჯარო ლექციის მთავარი გზავნილებია: • როგორ
10 ოქტომბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა გამართა გაცვლითი პროგრამების შესახებ საორიენტაციო შეხვედრა. მოცემულ შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცვლით პროგრამში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.