- 218
- 0
5-7 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს გენერალურ შტაბბინაში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად, განათლების უფლების დაცვის შესახებ მე-15 ყოველწლიური საერთაშორისო სამიტი გაიმართა. პროექტში მონაწილე 64 ქვეყანიდან, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველად წარსდგა საქართველო. ღია კონკურსის საფუძველზე სამიტზე მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 6 მონაწილე და 1 დელეგატი.
4 ივლისს, ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ელიზაბეტ რუდმა. www.timer.ge www.edu.aris.ge www.newsday.ge
30 ივნისს ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია ექსკურსიას რაბათში, საფარას მონასტერში და ბორჯომის ხეობაში. სტუდენტებმა გაატარეს საუკეთესო დრო ერთად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი). 23-24 ივნისს ფაკულტეტი ესტუმრა ქალაქ ქუთაისს. ზაფხულის სკოლის მიზანი იყო არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გაეცნო მათი სპეციფიკა, გაეღვივებინა ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე ეჩვენებინა მათი სწავლების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი). ზაფხულის სკოლის მიზანია არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გააცნოს მათი სპეციფიკა, გაუღვივოს ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე აჩვენოს მათი სწავლების ის განსხვავებული მიდგომები, რომელიც უნივერსიტეტს გამოარჩევს