„ჟურნალის წარმოების“ კურსის ფარგლებში, შავი ზღვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები, მომავალი ჟურნალიტები სვანეთს, მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. ვინაიდან მოცემულ მომენტში ადგილობრივებს მშენებარე თუ დაგეგმილი ჰესების საკითხი აშფოთებთ, სტუდენტები შეხვდნენ სვან აქტივისტებს, მოსახლეობას, გამოიკითხეს მათი შთაბეჭდილებები, შეხედულებები, პოზიცია. შეიტყვეს დამატებითი ინფორმაცია, ის, რასაც მედიაში ხშირად ვერ შეხვდებით. სტუდენტებმა გადაიღეს ფოტოები, ვიდეოები, ამზადებენ მულტიმედია პროდუქტს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები გრემში ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. შეხვნდნენ ცენტრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს. ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი ვაჟა კასრელიშვილი სტუდენტებს ფსიქო რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ვიზიტი ორგანიზებული იყო “ჟურნალის წარმოების” კურსის ფარგლებში.
2018 წლის 24 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან. შეხვედრის დროს ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი მოლოდინმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
კომპანია (საქართველოში) ეძებს სტაჟიორებს, რომელთაც სურთ ისწავლონ ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმის განვითარება. მოთხოვნები: Magento 2-ის ლოკალურ სერვერზე დაინსტალირების ცოდნა (სასურველია Unix- ზე ან ვირტუალური მანქანით). საფუძვლების ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ ტერმინალის და GIT- ს ვერსიის კონტროლი. ზოგიერთი PHP ცოდნა. ბონუსი: CSS და frontend ცოდნა, Knockout JS, Zend ფარგლებში, jQuery. სამუშაო ენა – ინგლისური. “ჩვენ
შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://ss.ibsu.edu.ge/ibsu/wp-content/uploads/2018/06/Rector.pdf
👨🏫👩💼🕵️♀️შეხვედრა საერთაშორისო კერძო საწარმოთა ცენტრის ექსპერტთან – ქალბატონ კამელია ბულატთან. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია ასოციაციების შესახებ ინფორმაციის მიღებით. ერთდღიანი ბიზნეს ასოციაციის პროგრამა სტუდენტებისათვის: ერთდღიანი ბიზნეს ასოციაციის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ შემდეგ ცოდნასა და ინფორმაციას: · ბიზნეს ასოციაციის როლი; · ამ ტიპის ორგანიზაციების სპეციფიკაციის შედარება კომპანიებსა და საჯარო დაწესებულებებთან; · ბიზნეს ასოციაციის ძირითადი