- 22/05/2018
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 202
- 0
17 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ინტერაქციულ რეჟიმში სტუდენტებთან ერთად განიხილა სამინისტროს ფუნქცია, სტრუქტურა, რეფორმები და დაქვემდებარებული უწყებები,ასევე გაგვიზიარა ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში არსებული აქტუალური პრეცედენტები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრადიციად ქცეული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა, რომლებიც ამავდროულად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი მონაწილეები სხვა სტუდენტებს თავიანთი ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი ხელოვნების ნიმუშებს, სამზარეულოს და ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აცნობენ. როგორც უნივერსიტეტის რექტორი ილია ჩილოღლუ აღნიშნავს, ფესტივალის იდეა
თუ თქვენი ოჯახის წევრი დაინტერესებულია არქიტექტურით და არის მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე კურსებზე ისარგებლებს ფასდაკლებით ^_^ ☀😊შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით 18 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით არქიტექტურის საზაფხულო სკოლა ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაირონ შემდეგი კურსები: ✓ შესავალი არქიტექტურაში ; ✓ შესავალი არქიტექტურული კომპოზიციის
11-15 ივნისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მეორე გასვლითი ტრენინგი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები რენე კასინის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტი არიან, პარტნიორები კი – საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა და საერთაშორისო სამართალში, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით უზრუნველყოფა და