- 14/05/2018
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 142
- 0
ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელდა პროექტი „ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრი“, რომელშიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო ერთმა გუნდმა. მისი წევრები იყვნენ გიორგი შალამბერიძე, თამთა თინაშვილი და გვანცა გოგსაძე, ხოლო მწვრთენელი – ეთიკის კომისიის მთავარი იურისტი, სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი – თამარ
19-20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური. 🖱️ ⌨️ შესარჩევ ტურში, მონაწილეობას მიიღებენ ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში (მე-8 კლასამდე, 9-10 და 11-12 კლასები) გამოვლენილი 10-10 საუკეთესო მოსწავლე. შესარჩევ ტურზე გამოვლინდება ეროვნული ნაკრების წევრი 4 მოსწავლე. ნაკრები .1-8 სექტემბერს იაპონიაში, ქალაქ ცუკუბაში გამართულ მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრება🙌
DAAD-ის წარმომადგენლები, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის დეკანთან ერთად, პროექტის “University Business Partnership” ფარგლებში ესტუმრნენ პარტნიორ კომპანიებს, როგორიცაა Smartweb და Orient Logic. შეხვედრებზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.