- 11/05/2018
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 153
- 0
2018 წლის 1 მაისს ვიშეგრადის პროექტის „ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა დოქტორ მარცინ ოციესზაკის კოზმინისკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი). დოქტორ ოციესზაკმა ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: “ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – პოლონეთის გამოცდილება”. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა პოლონეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების
27 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები 30-ზე მეტ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შეხვდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. არქიტექტურის პროგრამა პროგრამის კოორდინატორმა, პროფესორმა გიორგი წანაწყენიშვილმა წარადგინა.