- 16/06/2025
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 108
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის (თანაავტორი ნანა ახალაია) საავტორო სახელმძღვანელოს – ,,მდგრადი MICE (საქმიანი) ტურიზმის მენეჯმენტი” პრეზენტაცია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელები და დამსაქმებლები. ქართულენოვანი სახელმძღვანელო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა და გამარჯვებული მოსწავლეები ბრენდირებული საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტის ფინალურ შეხვედრას დაესწრო სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, პროფესორი ირაკლი შამათავა. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს უძღვებოდა IBSU-ს სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე ღიბრაძე. IBSU-ს სტუდენტური პროექტი მიზნად ისახავს: მონაწილეებს გააცნოს სასამართლო პროცესის სტრუქტურა; განუვითაროს სამართლებრივი მსჯელობისა და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტორუნის სოციალური და მედია კულტურის უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. პოლონეთის ქალაქ ტორუნში მდებარე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს ჟურნალისტიკის, მედიის კვლევების, პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და კულტურის კვლევების მიმართულებებით; ასევე სპეციალიზებულ პროგრამებს პრაქტიკული უნარების შესაძენად თანამედროვე კომუნიკაციის, ეთიკური ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას, რომლის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენცია მოიცავს სხვადასხვა სექციას, მათ შორისაა: საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბმა უმასპინძლა ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის. ღონისძიებაზე -“Europe and Us: Equality, Core Values, and a Vision for Tomorrow” – განიხილეს შემდეგი თემები: ევროპული ღირებულებები და საქართველოს მომავალი; თანასწორობა და ინკლუზია — ევროკავშირის სტანდარტები და ადგილობრივი გამოწვევები; სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიის განმტკიცებაში; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა სტუდენტების შეკითხვებსაც
გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი მარიამ მალაზონია, რომელიც ჩინეთში, სიასის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა. “საზაფხულო ბანაკმა ჩინეთში იმაზე მეტი გამოცდილება და სიყვარული მაჩუქა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტისა და ჩინური ენით დაინტერესებული ადამიანისთვის ბანაკში მონაწილეობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მონაწილეობა მივიღე სიას უნივერსიტეტში გამართულ საზაფხულო