• IBSU-ს წარმომადგენლები ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ესტუმრნენ

    IBSU-ს წარმომადგენლები ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ესტუმრნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, საერთაშორისო პროექტის IDEA-ს ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ჩალაბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს გერმანიაში. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს IDEA პროექტის შემაჯამებელი შედეგები, მოქმედი ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის “მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” პირველი გამოსაშვები ჯგუფის დიპლომების მომზადების პროცესი და

  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დალიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დალიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ჩინეთის დალიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის კვლევითი ცენტრის დირექტორს, პროფესორ გუო შუჰონგს; პროფესორ დიაო სიუჰუას და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორს ჩენ ჟენს. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პრორექტორი კვლევით დარგში თეა კბილცეცხლაშვილი და კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ფარსადანიშვილი, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

  • IBSU-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Institut Lyfe-თან

    IBSU-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Institut Lyfe-თან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Institut Lyfe-თან (სტუმართმოყვარეობის სკოლა, კვების სერვისი და კულინარიული ხელოვნება). საფრანგეთში მდებარე Institut Lyfe სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიაში პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აღიარებულია განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს მიერ და სტუდენტებს სთავაზობს აკრედიტებულ პროგრამებს მენეჯმენტის მიმართულებით.

  • IPN: IBSU-მ მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. ვრცლად: 

  • IBSU-ს პრორექტორმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

    IBSU-ს პრორექტორმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

    IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძისა და გიორგი ხუჭუას შემადგენლობით. მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა Crossfire (საბა შუბლაძე, იაკობ გასიტაშვილი, ბადრი ხეთერელი), ხოლო მესამე ადგილი გუნდმა Green FN (ანრი აბულაძე, გიორგი ბასიშვილი, ლუკა ღვინაშვილი). ტურნირი,

  • ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის საავტორო სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

    ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის საავტორო სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის (თანაავტორი ნანა ახალაია) საავტორო სახელმძღვანელოს – ,,მდგრადი MICE (საქმიანი) ტურიზმის მენეჯმენტი” პრეზენტაცია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელები და დამსაქმებლები. ქართულენოვანი სახელმძღვანელო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.    

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES