- 113
- 0
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და ბიზნესის სკოლამ უმასპინძლეს შეხვედრას რუმინეთის ორადეას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ პროფ. დოქტორი ალინა ბედულესკუ, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი დანიელ ბედულესკუ. შეხვედრა ფოკუსირებული იყო აკადემიურ პროგრამებს შორის თავსებადობის გაძლიერებაზე, სამომავლო თანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობასა და აკადემიური გამოცდილების გაცვლის ფასილიტაციაზე.
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა მრავალი ჯილდოს მქონე იაპონელ დიზაინერს, ნაო ტოკუდას, რომელმაც საჯარო ლექცია ჩაატარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. ნაო ტოკუდა უკვე ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან, ხოლო მისი მოწვევა IBSU-ს საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელდა „არქიტექტურული პრემია 2024“-ის გამარჯვებული სტუდენტის დავით ასანიძის უშუალო ჩართულობით. ლექციის დროს
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განსახილველად. IBSU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ Erasmus+ ინსტიტუციურ კოორდინატორს რეენა შლიფაკეს და კონტრაქტების მართვის მენეჯერს იულიან ცეპელს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის Cinema Paradiso – Movie Club-ის ორგანიზებით ჩატარდა შემეცნებითი თამაში Movie Trivia. თამაშში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა HR კონსულტანტთან თემაზე – “როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე–შენ ხარ ბრენდი.” კარიერის სერტიფიცირებულმა კონსულტანტმა სალომე ერაგიამ IBSU-ს სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია რეზიუმის შექმნის, ფორმატირებისა და პროფესიული დიზაინის შესახებ; ასევე, უნარების სწორად მითითება, LinkedIn-ს ოპტიმიზაცია და რეზიუმესთან დაკავშირებული სხვა დეტალები.