- 04/10/2024
- By მარიკა
- In სამეცნიერო სიახლეები, სიახლეები
- 295
- 0
მწვანე ეკონომიკის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა IBSU-ს ასოცირებული პროფესორების, არიან მატინის, მეთინ მერჯანის, პროფესორ თორნიკე ხოშტარიასა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის, ლიკა ასაშვილის ერთობლივი ნაშრომი თემაზე “The Affect of Consumption Experience on Self-perception, Willingness to Pay, and Purchase Intention Toward Green Products Among Generation Z.”
IBSU-ს აფილირებული-ასოცირებული პროფესორის, არიან მატინის, მოწვეული ლექტორის აჰმეტ დემირისა და მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის, მაკა ჯაბირაშვილის ნაშრომი ‘Assessment of Knowledge Management Processes In The Marketing Department of Enterprises in Georgia: Effects of ISO 9001 Certification’ გამოქვეყნდა ჟურნალში ‘International Journal of Knowledge Management Studies (IJKMS),’ (Scopus indexed, UK, Q3).
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ „ვორქშოფი“ ჩაატარეს. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/814546-sazogadoebrivi-jandacvis-ekspertebma-ibsu-s-zhurnalistikis-programis-studentebisatvis-vakcinaciis-mnishvnelobis-shesaxeb-vorkshopi-chaatares
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ვორქშოფი ჩაატარეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა. ვორქშოფის ორგანიზატორი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ღონისძიება გაიმართა პროექტის – „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში“ – ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), ავსტრიის წითელი ჯვარი (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია
საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორმა, სკულპტურათა გამორჩეულმა მკვლევარმა ანდრეას სიტორენგომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთკვირიანი ვორქშოპები გამართა. ასევე, ანდრეას სიტორენგო შეხვდა IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები, ერთობლივი ღონისძიებების/ვორქშოპების, ორმაგი დიპლომის პროგრამის შემუშავების და Erasmus+ და HorizonEurope-ის პროექტებში ერთობლივი განაცხადების