- 13/03/2018
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 131
- 0
17-19 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება “თავისუფალი განათლების აკადემიის” ორგანიზებით გაიმართება დებატების ტურნირი – “იაზროვნე კრიტიკულად და იდებატე გამარჯვებისთვის”. https://www.facebook.com/events/1241938479273427/ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის 10 სტუდენს შეუძლია უფასოდ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. სტუდენტები შეირჩევიან GPA-ის საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იმეილი და მობილური ტელეფონის ნომერი, შემდეგ მისამართზე:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა საორიენტაციო შეხვედრა მოაწყო საერთაშორისო სტუდენტებთან. ღონისძიებას ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი დაესწრო 24 სხვადასხვა ქვეყნიდან. (იბსუში სულ 31 ქვეყნის 140 სტუდენტი სწავლობს). საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა საერთაშორისო სტუდენტებს პრეზენტაციის სახით გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტისა და საქართველოს შესახებ. შეხვედრის შედეგად სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ერთმანეთი.
4 მარტს, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის ფარგლებში, დასკვნითი ცერემონიის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ბაკურიანში ტრენერებისა და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის.