- 16/09/2024
- By მარიკა
- In სამეცნიერო სიახლეები, სიახლეები
- 435
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [NFR – 22 – 272] ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“, რომელიც მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის მთავარი თემა იყო იმპერიების გავლენების და შედეგების განხილვა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის კონტექსტში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასე უცხოელმა მკვლევრებმა,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. სკოლების დეკანებმა, დეკანების მოადგილეებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებისთვის პრეზენტაციები ჩაატარეს და დეტალურად გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. პირველკურსელები გაეცნენ შეფასების სისტემას, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ გააფორმა სტუდენტების გაცვლის მემორანდუმი საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (Université de Bretagne Occidentale, UBO). მოხდება “ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის” სტუდენტების გაცვლა. სწავლების ენა საფრანგეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის ინგლისური. გაცვლის პროცედურები დაიწყება უახლოეს დღეებში. 2024-2025 წლის აპლიკანტებთან გასაუბრება მოხდება 10 სექტემბრიდან 15
მიმდინარე წლის აგვისტოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინგლისურ ენაზე გამოსცა უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის წიგნი „მსოფლიო პოლიტიკა“. წიგნის მიზანია გააცნოს ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მსოფლიო პოლიტიკით – მეცნიერები, მკვლევარები, საჯარო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ძირითადი პროცესები. წიგნი დაყოფილია ოთხ მთავარ ნაწილად. პირველი ნაწილი ეძღვნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიასა და