- 21/05/2025
- By მარი ლეთოდიანი
- In სიახლეები
- 461
- 0

IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კომპანია NiuMi-თან თანამშრომლობის ფარგლებში , სტუდენტებისთვის ”პრობლემების გადაჭრა და კრეატიულობა ინოვაციებში – ფსიქოდრამის მეთოდების გამოყენებით!” შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა საბა ჩიხლაძე – ორგანიზაციული ფსიქოლოგი, ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი, დინამიური ტრანსფორმაციების მეთოდის ავტორი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო, თუ როგორ ერთიანდება სხეული და აზროვნება კრეატიულ პროცესში. ასევე, სესიაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი “კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა პერსონალური კომუნიკაციის ფსიქოლოგიური საფუძვლების და კომუნიკაციის პროცესში მოქმედი ბარიერებისა და არავერბალური სიგნალების მნიშვნელობის გაცნობიერებას და რეფლექსიას საკუთარი კომუნიკაციის სტილზე. ტრენინგი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურისა და IBSU აკადემიის ორგანიზებით, IBSU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა ბექა დადეშქელიანმა ჩაატარა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე გაიმართა. მაგისტრანტები შეხვდნენ სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. ასევე, კამპუსში სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი ორდღიანი კურსი ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა მარი დგებუაძე, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიოს განათლების კვლევის ასოციაციის (WERA) საპატიო წევრი, ექსპერტი 🔗 IBSU-ს სამაგისტრო პროგრამებს გაეცანი ბმულზე: https://shorturl.at/nkGUF

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფრანგული საინვესტიციო კომპანია Axatya Investment-ის წარმომადგენელს ჩარლზ გუტონ ისნარდს უმასპინძლა. შეხვედრას უმასპინძლეს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი პროფ. მარიამ რაზმაძე, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი გიორგი ცუცქირიძე და სკოლის მენეჯერი – თამარ მშვიდობაძე, ასევე კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები – დავით ცირამუა და ნატო გოგოშვილი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარიამ რაზმაძე, გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელო ნანა იაშვილი, თანახელმძღვანელი ნინო წითლანაძე და მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ შოშიაშვილი. აბიტურიენტები გაეცნენ შემოქმედებითი ტურის პირობებს, საგრანტო შეთავაზებებსა და დაათვალიერეს კამპუსი. ღია კარის დღეზე
