შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატით გაიმართა შეხვედრა თემაზე “ორატორული ხელოვნება და დიპლომატია”. ლექციას უძღვებოდა დიპლომატი თათია დოლიძე, რომელმაც ლექციის მსვლელობისას განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორებიცაა: საჯარო გამოსვლის ხერხები და მეთოდები, როლი და მნიშვნელობა, რა განსხვავება თუ რა კავშირია ორატორულ ხელოვნებასა და დიპლომატიას შორის. შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიული ხასიათის იყო, სადაც სტუდენტები აქტიურად
2017 წლის 8 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ბიზნეს ანბანის პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. შეხვედრა დატვირთული იყო მონაწილეთა ემოციებითა და მოლოდინებითა. ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს რჩევებიც მისცეს. „ბიზნეს ანბანის“ პროექტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. დღემდე პროექტში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოსწავლემ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და
10 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ‘საინვესტიციო სამართლის როლი და ამოცანები“, რომელსაც უძღვებოდა საინვესტიციო და სავაჭრო სამართლის მაგისტრი ამირან მაკარაძე. ლექციის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას დარგთან დაკავშირებით. სტუმარმა ისაუბრა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას, იმ სამართლებრივ საშუალებებზეც, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ რისკების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტი გერმანული მედიაორგანიზაციის „დოიჩე ველე აკადემიის“ პროექტის ფარგლებში გადის ინტენსიურ კურსს რადიოჟურნალისტიკაში. ორკვირიანი ტრენინგკურსი 2017 წლის 17 ნოემბერს სრულდება. კურსის დასრულების შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია source fabric-ი (Open Source Tools for Journalism) სტუდენტებს რადიო ვებპლატფორმას უფასოდ გადასცემს – ეს კი სამომავლოდ საუნივერსიტეტო სტუდენტური რადიოს ამუშავების რეალური შესაძლებლობაა.
„დიპლომატის დღესთან“ დაკავშირებით, კვირას, 12 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას „გაიცანი ქართული დიპლომატია“. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მოადგილეებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. სტუდენტებს
9 ნოემბერს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი ივანნა მაჩიტიძე და სტაჟირების პროგრამების კოორდინატორი სოფო ინასარიძე საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბაკალავრო ნაშრომის მომზადების შესახებ ზოგად წესებს, ვადებს და ძირითად რეგულაციებს. სტუდენტემბა ასევე ინფორმაცია მიიღეს სტაჟირების შესაძლებლობებისა და ძირითადი პროცედურების შესახებ. საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამების გათვალსიწინებით სტაჟირება და