- 10/11/2017
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 156
- 0
8 ნოემბერს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა ივანნა მაჩიტიძემ და სტაჟირების პროგრამების კოორდინატორმა სოფო ინასარიძემ საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებთან გამართეს საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბაკალავრო ნაშრომის მომზადების შესახებ ზოგად წესებს, ვადებს და ძირითად რეგულაციებს. სტუდენტემბა ასევე ინფორმაცია მიიღეს სტაჟირების შესაძლებლობებისა და ძირითადი პროცედურების შესახებ. საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამების გათვალსიწინებით
7 ნოემბერს, ბიბლიოთეკაში გაიმართა პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ასოც. პროფ. ნინო კერესელიძის შეხვედრა “ყავა პროფესორთან” სადაც მან სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებს ესაუბრა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიით დახელოვნებაზე, ასევე უცხოეთში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შინ გაზიარებაზე. დისკუსიის დროს გათამაშდა სამახსოვრო პრიზსიც.
სამშაბათს, 14 ნოემბერს 2.30 საათზე იბსუ-ს მცირე საკონფერენციო დარბაზში ა101 გაიმართება საქართველოს განათლებისადა მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ჭელიძის საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია.“ შეხვედრა დააინტერესებთ როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სწავლის მსურველებს, ასევესაზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს დასაუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილმა ცენტრმა 2014-2017 წლებში უკვე 482 სასწავლო სტიპენდია გასცა. იხ:https://www.iec.gov.ge/
8 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერი.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე:”სსრკ-ს რევოლუციის 100 წლის თავი”
8 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისიტკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა ამავე პროგრამის მეორეკურსელებს. შეხვედრაზე კოორდინატორმა სტუდენტებისგან მოისმინა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი შეხედულებების შესახებ, რაც მომავალში აუცილებლად გათვალიწინებული იქნება პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ინფორმაციის გაცვლასა და პროგრამის დახვეწას.
Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor