- 16/11/2017
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 160
- 0
2017 წლის 16 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შეხვდა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი ბიზნესის ადმინისტრირების ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობას. კურსდამთავრებულები გაეცნენ პროგრამის სტრუქტურას, სასწავლო გეგმას და იმ კოპეტენციებს რაც პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიიღწევა. შეხვედრის ფარგლებში კურსდამთავრებულებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება პროგრამის შესახებ და ფაკულტეტის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი რეკომენდაციები.
2017 წლის 8 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ბიზნეს ანბანის პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. შეხვედრა დატვირთული იყო მონაწილეთა ემოციებითა და მოლოდინებითა. ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს რჩევებიც მისცეს. „ბიზნეს ანბანის“ პროექტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. დღემდე პროექტში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოსწავლემ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და
10 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ‘საინვესტიციო სამართლის როლი და ამოცანები“, რომელსაც უძღვებოდა საინვესტიციო და სავაჭრო სამართლის მაგისტრი ამირან მაკარაძე. ლექციის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას დარგთან დაკავშირებით. სტუმარმა ისაუბრა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას, იმ სამართლებრივ საშუალებებზეც, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ რისკების