- 150
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ სტუდენტების გაცვლის მემორანდუმი გააფორმა საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (French International University, UBO). მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამისა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაემგზავრებიან საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. გაცვლის პროცედურები დაიწყება უახლოეს დღეებში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების 500-მდე კურსდამთავრებულს სამახსოვრო სიგელები გადაეცა.
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი დალი ოსეფაშვილი DAAD-ს მოკლევადიანი სტიპენდიის ფარგლებში, კვლევითი ვიზიტით 2 თვე გერმანიაში, აიხშტატ–ინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. გარდა იმისა, რომ IBSU-ს პროფესორს ჰქონდა კვლევით პროექტზე მუშაობისა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ალგორითმულ პერსონალიზაციასთან დაკავშირებით, ეს მივლინება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დალი ოსეფაშვილის ინიციატივით, განიხილეს და
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ღია კარის დღე ჩაატარა. სკოლის დეკანმა, პროფ. მარიამ რაზმაძემ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა და შესაძლებლობები, პროგრამაზე მიღების პირობები, სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში პირველი სემესტრის სწავლების უპირატესობები. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს IBSU-ში პირველად ამოქმედდა ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა გერმანიის
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა (IRO) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმავალ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი ჩალაბაშვილმა და მენეჯერმა, მედინა მამედოვამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და წარმატებები უსურვეს. IBSU-ს სტუდენტები გაემგზავრებიან პორტუგალიის (ISAG in Portugal), პოლონეთის (Akademia Mazowiecka in Poland), დრეზდენის (HTW Dresden in Germany), პრაღისა (Metropolitan University in Prague) და