• სტუდენტების დაფინანსების პროგრამა

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პერიოდულად ახორციელებს სტუდენტების დაფინანსების ან თანადაფინანსების პროგრამას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში. პროექტის მიზანია წახალისდეს სტუდენტთა ჩართულობა საერთაშორისო სასწავლო და კვლევით პროექტებში, ასევე პრაქტიკული უნარების განმავითარებელ პროექტებსა და სხვა დამატებით ღონისძიებებში. სასურველი პროექტისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს დეკანატს და წარმოადგინოს ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი განცხადება (იხ. განცხადების ზოგადი ფორმა). ფაკულტეტის

  • სტუდენტური ინიციატივა

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველსემესტრულად აცხადებს კონკურსს სტუდენტური ინიციატივების დასაფინანსებლად. ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს პროფესიული აქტივობის პროექტი ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. განსახილველად წარმოდგენილი ღონისძიებები თემატურად მოქცეულია ფაკულტეტზე მოქმედი სპეციალობების – საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის ფარგლებში, და გამიზნულია სტუდენტების პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის. იხილეთ მიმდინარე განცხადება განცხადების ფორმა

  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო ტრენინგები სტუდენტებისთვის

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო „სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები“. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში საჭირო ტრანსფერული უნარების გამომუშავებას და გაუმჯობესებას. ტრენინგების სერიის ფარგლებში მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას.

  • საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებთან

    10 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ივანნა მაჩიტიძემ პირველკურსელ მაგისტრანტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის სპეციფიკას, პროგრამის კურიკულუმს, სალექციო და საგამოცდო პროცედურებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვა დეტალებს. სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საჭირო ტექნიკურ საკითხებს, ელექტრონულ ბაზებს და მათთვის დაგეგმილ კვლევით პროექტებს.

  • ჟურნალისტიკის სტუდენტების გასვლითი ლექცია ISFED-ში

    9 ოქტომბერს სტუდენტები, რომლებიც გადიან არჩევნების გაშუქების კურსს, სტუმრად იმყოფებოდნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოებაში (ISFED), რომელიც არჩევნების საკითხებზე მომუშავე მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ სტუდენტებს აუხსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მუშაობის პრინციპი, ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე, რაზეც ჟურნალისტებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება.

  • შეხვედრა ჟურნალისტიკის პროგრამის ლექტორებთან

    4 ოქტომბერს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი შეხვდა პროგრამის ლექტორებს. საორიენტაციო შეხვედრაზე ლექტორებს მიეწოდათ ინფორმაცია სასწავლო პროცესის დეტალების, ძირითადი მოვალეობების, უნივერსიტეტის რეგულაციებით განსაზღვრული წესებისა და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგების შესახებ.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES