გთხოვთ, შეამოწმოთ შუალედური გამოცდების ცხრილი სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (SIS-ში). გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში მიმართეთ საგამოცდო ცენტრს (A307) 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ცხრილი გადაამოწმოთ ყოველდღიურად, რადგან შეიძლება შეიცვალოს კვირის ბოლომდე; გამოცდაზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ სტუდენტური ბარათი. შუალედური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტს განცხადებით და გაცდენის მიზეზის დამადასტურებელი საბუთით, გამოცდის გაცდენიდან ხუთ კალენდარულ დღეში; შუალედური გამოცდების აღდგენითი გამოცდები დაინიშნება:
28 სექტემბერს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“. ლექციას გაუძღვნენ ინსტიტუტის მკვლევარი და სოციალურ ემცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი თამარ იაკობიძე და ინსტიტუტის მთავარი იურისტი ნინო მერებაშვილი. მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა, რა არის და რა არ არის საჯარო
20 სექტემბერს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელი თამარ ქარაზანიშვილი პროგრამის ლექტორებს შეხვდნენ. საორიენტაციო შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი მოვალეობები, უნივერსიტეტის რეგულაციებით განსაზღვრული წესები და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა“. საჯარო ლექცია წაიკითხა გიორგი ბარათაშვილმა. სტუმარმა ისაუბრა სახელშეკრულებო სამართლის ძირითად პრინციპებზე, ხელშეკრულების სწორად და ეფექტურად შედგენის სპეციფიკასა და მის მნიშვნელობაზე იურისტის პროფესიაში. სტუდენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითებზე და გაიმართა დისკუსია.
2017 წლის 27 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა დეკანის მოადგილე ნინო კერესელიძის, ფაკულტეტის საბჭოს წევრებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტი სტუდენტების შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანახელმძღვანელობის, და პუბლიკაციების საკითხები. დოქტორანტი სტუდენტებისთვის იგეგმება საერთო კვლევა ევროკავშირი-საქართველოს საკითხებზე, სასწავლო-სამეცნიერო ვიზიტები და პროფესიული მომზადება დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ესტონეთსა და პოლონეთში. ასევე დოქტორანტებისთვის დაიწყო ყოველკვირეული სადოქტორო ვორქშოფები რომლის