• შეხვედრა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ლექტორებთან

    20 სექტემბერს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელი თამარ ქარაზანიშვილი პროგრამის ლექტორებს შეხვდნენ. საორიენტაციო შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი მოვალეობები, უნივერსიტეტის რეგულაციებით განსაზღვრული წესები და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგები.

  • ხელშეკრულების შედგენა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა“. საჯარო ლექცია წაიკითხა გიორგი ბარათაშვილმა. სტუმარმა ისაუბრა სახელშეკრულებო სამართლის ძირითად პრინციპებზე, ხელშეკრულების სწორად და ეფექტურად შედგენის სპეციფიკასა და მის მნიშვნელობაზე იურისტის პროფესიაში. სტუდენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითებზე და გაიმართა დისკუსია.

  • შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი სტუდენტებთან

    2017 წლის 27 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა დეკანის მოადგილე ნინო კერესელიძის, ფაკულტეტის საბჭოს წევრებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტი სტუდენტების შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანახელმძღვანელობის, და პუბლიკაციების საკითხები. დოქტორანტი სტუდენტებისთვის იგეგმება საერთო კვლევა ევროკავშირი-საქართველოს საკითხებზე, სასწავლო-სამეცნიერო ვიზიტები და პროფესიული მომზადება დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ესტონეთსა და პოლონეთში. ასევე დოქტორანტებისთვის დაიწყო ყოველკვირეული სადოქტორო ვორქშოფები რომლის

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. დღესდღეობით ეს დარგი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მოეთხოვება კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვნებთან მიმართებით. საჯარო ლექცია წაიკითხა დარგის სპეციალისტმა – კარლო ნიკოლეიშვილმა. სტუმარმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კუთხით კანონმდებლობაზე მუშაობა, რადგან

  • საჯარო ლექცია “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით. ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ცდილობს და ნელ-ნელა მიიწევს იმისკენ, რომ დაეხმაროს საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის ჯანსაღ განვითარებასა და რესოციალიზაციას. საჯარო ლექცია წაიკითხა დარგის სპეციალისტმა –  ხატია შეყილაძემ. სტუმარმა ისაუბრა

  • საორიენტაციო შეხვედრა პირველ კურსელებთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებთან. შეხვედრაზე ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს გააცნეს აუცილებელი ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა ქულათა განაწილების სისტემას, ინფორმაციას აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე, სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც აქამდე განხორციელებულა და ასევე, იმ აქტივობებზეც, რომლებიც 2017-2018

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES