შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ვიმედოვნებთ, რომ ეს აკადემიური წელი იქნება თქვენთვის სიახლეებით აღსავსე და ამასთანავე ნაყოფიერიც. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფაკულტეტი თქვენთან გამართავს საორიენტაციო შეხვედრას სამშაბათს, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, B კორპუსის საკონფერენციო დარბაზში და გაგაცნობთ ძირითად ინფორმაციას, რომელიც სასწავლო პროცესში აუცილებელია.
8 სექტემბერს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა გამართა საორიენტაციო შეხვედრა პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს კიდევ ერთხელ წარუდგინეს პროგრამის სტრუქტურა, შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო წესები და რეგულაციები, ინფორმაციის ეფექტურად მიღების საშუალებები და პროგრამის გარშემო არსებული ცვლილებები. ელენე ბენდელიანმა სტუდენტებს გააცნო 2016-2017 წელს პროგრამის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ
19 სექტემბერს 12:00 საათზე A101 აუდიტორიაში გაიმართება რობერტ ლოუსონისა და ბენჯამინ პაუელის საჯარო ლექცია თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება”. დასწრება თავისუფალია!
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის მეხუთე ეტაპს! დაიკავე მოწინავე ადგილები ფაკულტეტის რეიტინგში და მოიპოვე სტუდენტური სტიპენდია და სხვა წამახალისებელი საჩუქრები! რეიტინგის სათავეში მყოფი სტუდენტები შესაბამისი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ საუნივერსიტეტო ყოველთვიურ სტიპენდიას, ფასდაკლებას სწავლის გადასახადზე, ტრენინგტებში უფასოდ მონაწილეობის უფლებას, ასევე ისარგებლებენ სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებებით. საბუთების მიღება შესაძლებელია შემოდგომის სემესტრის განმავლობაში. მნიშვნელოვანი ვადები: სტუდენტთა სარეიტინგო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტური ინიციატივების დასაფინანსებლად. ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს პროფესიული აქტივობის პროექტი ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. განსახილველად წარმოდგენილი ღონისძიება თემატურად მოქცეული უნდა იყოს ფაკულტეტზე მოქმედი სპეციალობების – საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის ფარგლებში, უნდა ემსახურებოდეს სტუდენტების პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას. ღონისძიება
2017 წლის 16 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამართავს საორიენტაციო შეხვედრას პირველი კურსის სტუდენტებისთვის. შეხვედრის ფარგლებში პროგრამის ხელმძღვანელები წარუდგენენ მათ სასწავლო პროცესის დეტალებს, ძირითად წესებს, ვალდებულებებსა და უფლებებს, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო პროცედურები, სასწავლო პროცესში საჭირო ელექტრონული რესურსებით – ბაზებით და ანგარიშებით სარგებლობა, აკადემიური კალენდარი და ა.შ. გარდა ამისა,