2017 წლის 16 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამართავს საორიენტაციო შეხვედრას პირველი კურსის სტუდენტებისთვის. შეხვედრის ფარგლებში პროგრამის ხელმძღვანელები წარუდგენენ მათ სასწავლო პროცესის დეტალებს, ძირითად წესებს, ვალდებულებებსა და უფლებებს, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო პროცედურები, სასწავლო პროცესში საჭირო ელექტრონული რესურსებით – ბაზებით და ანგარიშებით სარგებლობა, აკადემიური კალენდარი და ა.შ. გარდა ამისა,
31 აგვისტოს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ელენე ბენდელიანმა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ქარაზანიშვილმა გამართეს საორიენტაციო შეხვედრა პროგრამის ლექტორებთან. შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი მოვალეობები, უნივერსიტეტის რეგულაციებით განსაზღვრული წესები და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგები.
შპს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” აცხადებს მიღებას საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე. პროგრამა შექმნილია მსოფლიო წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო გამოცდილების, ახლებური მიდგომების და მრავალფეროვანი შესაძლებლობების გათვალისწინებით. შედეგად, პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან კურსდამთავრებულებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დასაქმების ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: 1. აპლიკაციის ფორმა (ხელმისაწვდომია: https://ips.ibsu.edu.ge/files/Gerorgian%20Doc/IBSU_R03F35_G_Application_form_son.pdf) 2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი; 3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად
სამართლის ფაკულტეტი აცხადებს სტაჟირების პროგრამას (2 სტაჟიორი) ჟურნალისტიკის მიმართულებით. მოთხოვნები: შზსუ-ს საბაკალავრო საფეხურის პროგრამის მე-2 ან მე-3 კურსის სტუდენტი; ქართულად და ინგლისურად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი; ორგანიზებული, კომუნიკაბელური მოვალეობები: სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და შესაბამის თემატიკაზე სტატიების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე; კომუნიკაცია შზსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან; დაინტერესებულმა კანდიდატებმა შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის
?ძვირფასო სტუდენტებო, რომლებიც დარეგისტრირდით რუსული, გერმანულ და თურქულ ენის, A1.1- დონეზე, გაცნობებთ, რომ დონის განმსაზღვრელი გამოცდა ჩატარდება ხვალ (6.09.2017), 15:00 საათზე. გამოცდები ჩატარდება შემდეგ აუდიტორიებში: ? რუსული A1.1 & გერმანული A1.1-EXAM HALL ? თურქული A1.1- B 107 ?პ.ს. თქვენი დასწრება სავალდებულოა
გთავაზობთ ინფორმაციას პირველკურსელთა რეგიტრაციასთან დაკავშირებით! ვადები: 4-15 სექტემბერი (9:00-17:00საათამდე, შაბათ-კვირის გარდა) წარსადგენი საბუთების სია: 1) საშუალო სკოლის ატესტატის დედანი 2) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი 3) ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100 4) წვევამდელის მოწმობის დედანი ან ასლი (ბიჭებისთვის) 5) ფოტოსურათი (3×4 ) 6) ფოტოსურათი კომპაქტურ დისკზე ( ელექტრონული ვერსია) სწავლის დაწყება – 18 სექტემბერი