2017 წლის 16 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გამართეს საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებისთვის. პირველკურსელებმა მოისმინეს ფაკულტეტზე არსებული შესაძლებლობებისა და მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს წარუდგინეს სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი წესები, ვალდებულებები და უფლებები, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო პროცედურები, სასწავლო პროცესში საჭირო ელექტრონული რესურსებით
[table id=101 /]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ვიმედოვნებთ, რომ ეს აკადემიური წელი იქნება თქვენთვის სიახლეებით აღსავსე და ამასთანავე ნაყოფიერიც. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფაკულტეტი თქვენთან გამართავს საორიენტაციო შეხვედრას სამშაბათს, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, B კორპუსის საკონფერენციო დარბაზში და გაგაცნობთ ძირითად ინფორმაციას, რომელიც სასწავლო პროცესში აუცილებელია.
8 სექტემბერს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა გამართა საორიენტაციო შეხვედრა პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს კიდევ ერთხელ წარუდგინეს პროგრამის სტრუქტურა, შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო წესები და რეგულაციები, ინფორმაციის ეფექტურად მიღების საშუალებები და პროგრამის გარშემო არსებული ცვლილებები. ელენე ბენდელიანმა სტუდენტებს გააცნო 2016-2017 წელს პროგრამის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ
19 სექტემბერს 12:00 საათზე A101 აუდიტორიაში გაიმართება რობერტ ლოუსონისა და ბენჯამინ პაუელის საჯარო ლექცია თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება”. დასწრება თავისუფალია!
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის მეხუთე ეტაპს! დაიკავე მოწინავე ადგილები ფაკულტეტის რეიტინგში და მოიპოვე სტუდენტური სტიპენდია და სხვა წამახალისებელი საჩუქრები! რეიტინგის სათავეში მყოფი სტუდენტები შესაბამისი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ საუნივერსიტეტო ყოველთვიურ სტიპენდიას, ფასდაკლებას სწავლის გადასახადზე, ტრენინგტებში უფასოდ მონაწილეობის უფლებას, ასევე ისარგებლებენ სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებებით. საბუთების მიღება შესაძლებელია შემოდგომის სემესტრის განმავლობაში. მნიშვნელოვანი ვადები: სტუდენტთა სარეიტინგო