- 16/04/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები
- 796
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა MS Excel-ის ტრენინგ-კურსის პირველი ნაკადის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს MS Excel პროგრამის საწყისი და მაღალი დონის ფუნქციონალები. ტრენინგზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს შეუძლია MS Excel-ში მონაცემების დამუშავება, დეტალური ანგარიშების გენერირება, სამუშაო ფაილის აგება, ანალიზი, ვიზუალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ტრენინგს უძღვებოდა ცოტნე შერმადინი, IVH ჰოლდინგის ფინანსური დირექტორი, Award

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ვერსალის უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი მოიაზრებს თანამშრომლობას გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კონფერენციებისა და კვლევის მიმართულებით.

გაიცანით ნინი გიორგაძე, ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი “აბიტურიენტობისას მინდოდა ჩემი მომავალი დამეკავშირებინა ისეთ უნივერსიტეტთან, რომლის ფოკუსს სტუდენტების განვითარება წარმოადგენდა. ახლა უკვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ IBSU-მ ჩემი მოლოდინი გაამართლა.ამერიკისმცოდნეობის პროგრამა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ამერიკის ისტორიის ან კულტურის შესწავლა. ეს პროგრამა მაძლევს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, პროფესორი ირაკლი შამათავა დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლაში. დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჩატარდა თემატური გაკვეთილები, პრეზენტაციები, ასევე ფერწერული ნამუშევრების ექსპოზიცია. ღონისძიების ფორმატში დადგმული იყო სასცენო-ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. ირაკლი შამათავამ

გაიცანით IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ნატო მამადაშვილი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთში, ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში სწავლობს. “Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ნამდვილად გარდამტეხი გამოცდილებაა ჩემთვის. IBSU-ში ჩემი საგნები ძირითადად მასწავლებელთა მომზადების პროგრამის თეორიულ საფუძვლებს ეხებოდა. ბუდაპეშტში კი პრაქტიკული კურსების გავლის საშუალება მომეცა. ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ორენოვან (უნგრულ-ინგლისურ) სკოლასა და საბავშვო ბაღში სტაჟირების გავლა, სადაც რამდენიმე
