- 135
- 0
მიმდინარე წლის აგვისტოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინგლისურ ენაზე გამოსცა უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის წიგნი „მსოფლიო პოლიტიკა“. წიგნის მიზანია გააცნოს ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მსოფლიო პოლიტიკით – მეცნიერები, მკვლევარები, საჯარო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ძირითადი პროცესები. წიგნი დაყოფილია ოთხ მთავარ ნაწილად. პირველი ნაწილი ეძღვნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიასა და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ სტუდენტების გაცვლის მემორანდუმი გააფორმა საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (French International University, UBO). მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამისა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაემგზავრებიან საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. გაცვლის პროცედურები დაიწყება უახლოეს დღეებში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების 500-მდე კურსდამთავრებულს სამახსოვრო სიგელები გადაეცა.
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი დალი ოსეფაშვილი DAAD-ს მოკლევადიანი სტიპენდიის ფარგლებში, კვლევითი ვიზიტით 2 თვე გერმანიაში, აიხშტატ–ინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. გარდა იმისა, რომ IBSU-ს პროფესორს ჰქონდა კვლევით პროექტზე მუშაობისა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ალგორითმულ პერსონალიზაციასთან დაკავშირებით, ეს მივლინება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დალი ოსეფაშვილის ინიციატივით, განიხილეს და