- 24/07/2017
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 157
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა სიტყვით გამოსვლის კონკურსი “Do You Still Think You Can Speak?”, რომელშიც მონაწილეობდნენ სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები. კონკურსი გაიმართა “ინგლისური ენა – სპეციალური მიზნებისთვის” კურსის ფარგლებში და სტუდენტებმა წარადგინეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მათ მიერ მომზადებული მიმართვები. ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი და გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულებიც.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ სტუდენტა სარეიტინგო სისტემის პროგრამაში. სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა (შემდგომში „სარეიტინგო სისტემა“) არის პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას კლასგარეშე აქტივობების მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სარეიტინგო სისტემის ძირითადი მიზანია სტუდენტთა რეიტინგის განსაზღვრა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და მათთვის მინიჭებული კონკრეტული ქულების საშუალებით ხდება. ყველაზე
2017 წლის 30 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციაზე სტუდენტებმა ფართოდ განიხილეს კერძო სამართლის აქტუალური თემები და საკითხები. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები წერითი და ზეპირი კომპონენტების მიხედვით: პირველი ადგილი – ქეთევან გორგასლიძე; მეორე ადგილი – ნათია გაბინაშვილი; მესამე ადგილი – ანანო გასვიანი; გამარჯვებულებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ზიგენის უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი გერდ მორგენტალერი, ქელგერის უნივერსიტეტის პროფესორი ქეითლინ მაჰოუნი, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ჯოან ლუის პერეს ფრანჩეზი და ჩრდილოეთ დაკოტას მთავარი პროკურორი უეინ სტენეჰემი. სტუმრები ეწვივნენ საქართველოს შიანაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს და გაეცნენ ამ უწყებებში დანერგილ ინოვაციებს.
17 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები უმაღლეს სასწავლებელთა შორის: სისხლის, სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით. გუნდები, წერით და ზეპირ კომპონენტში შეაფასეს მოქმედმა მოსამართლეებმა და კვალიფიციურმა იურისტებმა. გამოვლინდა გამარჯვებულებიც : სამოქალაქო სამართლის მიმართულებით – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის მიმართულებით – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონსტიტუციო
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე. სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა – 2017 წლის 24 აგვისტო – 6 სექტემბრი. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა