შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საფონდო ბირჟის მოდელირება. ღონისძიება გაიმართა ფასიანი ქაღალდების სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში, რომელსაც მესამე კურსზე უძღვება დავით მაისურაძე.
“სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა” არის მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროექტი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან შემდეგი დისციპლინებით: ? საერთაშორისო ურთიერთობები ? საჯარო ადმინისტრირება & სახელმწიფო მმართველობა ? ჟურნალისტიკა ? ეკონომიკა. სკოლა ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს გამოჩენილი პროფესორების ლექციებს, ტრენინგებსა და გასართობ ღონისძიებებს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე დისციპლინაში. სკოლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები
იყო მართალი არ ნიშნავს, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვალ 19-28 აპრილს ტაბითა ვან დენ ბერგი მოწვეული ლექტორის სტატუსით სტუმრობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. დაახლოებით ათი წლის წინად ის ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა პროექტზე, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკომისიის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ყოველ წელს სტუმრობს ქალაქს მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად, აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო
18 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კონფერენცია თემაზე “ინსტუტუტები, ინოვაციები და საზოგადოება”, რომელმაც საფუძველი ჩაუდო სოციალური ინსტიტუციონალური პლატფორმის განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები სახელმწიფოს სისტემის რეფორმაციის შესახებ. მონაწილეებმა შემოგვთავაზეს განათლების სისტემის დღევანდელი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების გადაჭრის ვარიანტები, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების სავარაუდო სცენარი. მოწვეულმა სტუმრებმა და
- 23/05/2017
- By Guja
- In IBSU გაზეთი
ibsu-gazeti-510 მაისს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა სემინარს “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება”, რომელსაც ახორციელებს “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლების საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის. სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მოუწიათ დიკსუსიაში ჩართვა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა არჩევნების მნიშვნელობა, ხელისუფლების დანაწილება, არჩევნების სახეები, საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების დღე-