- 12/05/2017
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 171
- 0
24 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის დავით სოლომონიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „გადაწყვეტილების მიღება ვიზალიბერალიზაციის პროცესში“. ბატონმა დავითმა საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობაზე. სტუმარმა მიმოიხილა ის ბიუროკრატიული მექანიზმები, რომლის ამოქმედებაც დასჭირდა ქვეყანას ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მისაღწევად. საუბარი შეეხო ასევე იმ პირობებს და თავისებურებებს, რასაც
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულების სტუდენტების მორიგი გაცნობითი ვიზიტი შედგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. სტუდენტებმა მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი დაათვალიერეს. ისინი ადგილზე გაეცნენ მოქალაქეთა განახლებულ ცენტრში არსებულ სერვისებს, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეუძლიათ და შეიტყვეს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც დაგეგმილია ელექტრონული მომსახურების მიმართულებით, უახლოეს პერიოდში ნებისმიერი მომსახურების მიღებას
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტები თბილისის მერიას ესტუმრნენ გაცნობითი ვიზიტით. მათ მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი დაათვალიერეს. ისინი ადგილზე გაეცნენ მოქალაქეთა განახლებულ ცენტრში არსებულ სერვისებს, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეუძლიათ და შეიტყვეს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც დაგეგმილია ელექტრონული მომსახურების მიმართულებით, უახლოეს პერიოდში ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
14 მარტს დაიწყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სემინარების სერია თემაზე„ევროპეიზაცია საქართველოში: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები“. სემინარების სერია ხორციელდება ცენტრის პროექტის „საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში“ ფარგლებში Erasmus+ Jean Monnet Activities ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პირველ დღეს სემინარები ჩატარდა თემებზე ევროპეიზაციის მექანიზმები საქართველოში და უმაღლესი განათლების რეფორმა ევროპეიზაციის კონტექსტში. სემინარებს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
13-14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის” ორგანიზებით გაიმართა „ეკონომიკური დებატები“. პროექტი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ტრენინგს ბრიტანული საპარლამენტო დებატის ფორმატში და ინფორმაციულ ლექციებს ეკონომიკის საფუძვლების შესახებ. მეორე დღეს დებატები სამ გუნდს შორის შედგა. ფინალურ ტურში, ჟიურისა და მსაჯის გადაწყვეტილებით გამოვლინდა ორი გამარჯვებული, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცათ. პროექტში მონაწილეობას სტუდენტებთან ერთად
10 მარტს გაიმართა გაზეთ IBSU NEWS-ის პრეზენტაცია. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტებმა ლექტორ მალხაზ გაგუას ხელმძღვანელობით ერთობლივი გაზეთი გამოსცეს, რომლის პრეზენტაციასაც გაზეთის ერთ-ერთი რედაქტორი, ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტი თამარ გეგენავა უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში თითოეულმა სტუდენტმა საკუთარი სტატია წარმოადგინა და მოკლედ მიმოიხილა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დოქტორი ილიას ჩილოღლუ,
Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor