- 12/05/2017
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 201
- 0
14 მარტს დაიწყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სემინარების სერია თემაზე„ევროპეიზაცია საქართველოში: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები“. სემინარების სერია ხორციელდება ცენტრის პროექტის „საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში“ ფარგლებში Erasmus+ Jean Monnet Activities ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პირველ დღეს სემინარები ჩატარდა თემებზე ევროპეიზაციის მექანიზმები საქართველოში და უმაღლესი განათლების რეფორმა ევროპეიზაციის კონტექსტში. სემინარებს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
13-14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის” ორგანიზებით გაიმართა „ეკონომიკური დებატები“. პროექტი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ტრენინგს ბრიტანული საპარლამენტო დებატის ფორმატში და ინფორმაციულ ლექციებს ეკონომიკის საფუძვლების შესახებ. მეორე დღეს დებატები სამ გუნდს შორის შედგა. ფინალურ ტურში, ჟიურისა და მსაჯის გადაწყვეტილებით გამოვლინდა ორი გამარჯვებული, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცათ. პროექტში მონაწილეობას სტუდენტებთან ერთად
10 მარტს გაიმართა გაზეთ IBSU NEWS-ის პრეზენტაცია. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტებმა ლექტორ მალხაზ გაგუას ხელმძღვანელობით ერთობლივი გაზეთი გამოსცეს, რომლის პრეზენტაციასაც გაზეთის ერთ-ერთი რედაქტორი, ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტი თამარ გეგენავა უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში თითოეულმა სტუდენტმა საკუთარი სტატია წარმოადგინა და მოკლედ მიმოიხილა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დოქტორი ილიას ჩილოღლუ,
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ინიციატივით ფაკულტეტის წევრები საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულების სტუდენტებს შეხვდნენ. პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა სტუდენტებს წარუდგინა ანგარიში, რომელიც შეეხებოდა გასული სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად გამოკვეთილ ძირითად პრობლემებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს. სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდათ იმ ზომების შესახებ, რომლებიც გატარდა მათ მიერ დასახელებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, პროგრამის გასაუმჯობესებლად
28 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ გამართა საჯარო ლექცია თემაზე „ადგილობრივი მმართველობის პოლიტ-ეკონომიკური საფუძვლები“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე, ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, თვითმმართველობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხარისხსა და მექანიზმებზე. თბილისის მერმა წარმოადგინა ასევე ის გეგმები, რომლებიც
27 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე. სადისკუსიო ვორქშოფი მოიცავდა ქართული და აფხაზური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენას და ანალიზს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს ქართველი და აფხაზი რესპოდენტების ბიოგრაფიული ინტერვიუები და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს საკითხი სრულიად განსხვავებულ პრიზმაში. დისკუსიის განმავლობაში წამოიჭრა ისეთი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური ელიტების როლი კონფლიქტის გაღვივებაში, კომუნიკაციის
Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor