- 25/05/2017
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 141
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “რატომ სეკულარიზმი?”, რომელიც წაიკითხა სამართლის დოქტორმა, რელიგიის სამართლის მკვლევარმა, არჩილ მეტრეველმა. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ ასპარეზზე.
19 – 20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა მე-12 საერთაშორისო აბრეშუმის გზის სამეცნიერო კონფერენცია თემით „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გამოწვევები პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“. კონფერენცია მიზნად ისახავდა თავი მოეყარა სწავლულების, პრაქტიკოსების, ადამიანის უფლებათა აქტივისტების, მაგისტრატების, კანონშემოქმედების, დიპლომატების, ჟურნალისტებისთვის საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, კომუნიკაციისთვისა და კვლევის შედეგების განხილვისთვის საერთაშორისო სამართალში, დემოკრატიაში, ადამიანის უფლებებში, პოლიტიკასა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საფონდო ბირჟის მოდელირება. ღონისძიება გაიმართა ფასიანი ქაღალდების სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში, რომელსაც მესამე კურსზე უძღვება დავით მაისურაძე.
იყო მართალი არ ნიშნავს, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვალ 19-28 აპრილს ტაბითა ვან დენ ბერგი მოწვეული ლექტორის სტატუსით სტუმრობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. დაახლოებით ათი წლის წინად ის ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა პროექტზე, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკომისიის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ყოველ წელს სტუმრობს ქალაქს მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად, აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო