- 260
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა პირველადი დახმარების ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა MD, მედიცინის სკოლის დეკანი, პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორები, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ნატო ფაჩუაშვილი, აფილირებული-ასისტენტ პროფესორი, გურანდა ხაბეიშვილი და მოწვეული ლექტორი სალომე გურეშიძე დაესწრნენ მე-12 ევროპულ კონფერენციას განათლების შესახებ (ECE2024), რომელიც ლონდონში გაიმართა. IBSU-ს ლექტორების პრეზენტაციები ეხებოდა შემდეგ თემებს: სწავლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: მასწავლებლების აღქმა განათლებაში ChatGPT-ის გამოყენების შესახებ (ნატო ფაჩუაშვილი) ინტერაქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტების მოტივაცია და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება
IBSU-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია მელიქიძემ მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე უნივერსიტეტის განახლებული სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც მოიცავდა IBSU-ს ხედვას, მისიას, მიზნებსა და ღირებულებებს. პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს განახლებული ხელშეკრულებები და აკადემიური პერსონალის აფილირების პირობები.
კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტის ლექტორმა, ჯუნ რუივივარმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართა ორდღიანი ვორქშოპი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური პერსონალისთვის. ვორქშოპის პირველი დღე დაეთმო სწავლებასა და კვლევაში UX (User Experience) პრინციპების გამოყენების საკითხებს, ხოლო ვორქშოპის მეორე დღეს განიხილეს ენის სწავლების მიმართულებით კომპლექსური დინამიური სისტემების თეორია (CDST) და მისი პრინციპები.