- 08/05/2017
- By Guja
- In IBSU მედიაში
- 227
- 0
18 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-4 ფესტივალი გაიმართება.აღსანიშნავია, რომ IBSU-ში 20 სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე სტუდენტი სწავლობს.მათ შორის არიან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ნიგერიის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის,საბერძნეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები საკუთარი ქვეყნის ტრადიციულ სამოსს, ღირსშესანიშნაობებს, ფოლკლორსა და კერძებს წარმოადგენენ. კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ესტუმრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი- სალომე კვარაცხელია. შეხვედრაზე სტუმარმა სტუდენტებს გააცნო ისუტიციის უმაღლესი სკოლის ხედვა, მისია, ღირებულებები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის პრინციპები. იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მაღალ პროფესიულ სწავლებას.
შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში მოიწვიეს კონსტიტუციონალისტი, პროფესორი ვასილ გონაშვილი. ბატონი ვასილი არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და შესაბამისად, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესებში უშუალოდ ჩართული პირისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შეტანაც იგეგმება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. სტუმარმა ისაუბრა ადამიანის ძირითადი უფლებების, პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის და კონსტიტუციის გადასინჯვის თავებში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ
თანამედროვე მედია სამართალი-ლექცია ამ სახელწოდებით, „პალიტრა ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარა. ინტერაქციული ლექციის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიცეათ განეხილათ ისეთი საკითხები როგორიცაა მედიის როლი, მისი შექმნის პროცესი და მაყურებლის უფლებები. „მედია სამართალი ერთ-ერთი დისციპლინაა, რომელსაც ჩვენ სამართლის ფაკულტეტზე ვასწავლით. ამიტომ, პრაქტიკოსი იურისტის ლექცია ჩვენი სტუდეტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ, ვგეგმავთ „პალიტრა