9 მარტს, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები ეწვივნენ. ტრადიციულად, ტურის I ნაწილში პრეზენტაცია გაიმართა სტუდენტებისათვის, რომელსაც თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი უძღვებოდა. პრეზენტაცია ეხებოდა სასამართლო სისტემას, მოსამართლის სამართლებრივ სტატუსს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას და სასამართლოს როლს. ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს სხდომის დარბაზები და
22 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის, პროფესორი დოქტორი ეკატერინე ფიფიას, ინიციატივით ჩატარდა პროფესიული საკონსულტაციო შეხვედრა აკადემიური წერის კურსის სილაბუსთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნული კურსის სილაბუსის შინაარსის ერთობლივი განხილვა. პროფესიულ შეხვედრაზე ფაკულტეტის ხარისხის მართვის მენეჯერმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირების & სახელმწიფო მმართველობის პროგრამების კოორდინატორებმა და აკადემიური წერის ლექტორებმა შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარებისა
2016 წლის 14 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორს ქ-ნ ლორა თორნტონს უმასპინძლა. ქ-ნმა ლორამ სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე „გამოკითხვები საქართველოში – გამოწვევები და მნიშვნელობა“. საუბარი შეეხო უმთავრეს პრობლემებს, რომლებსაც მკვლევარები აწყდებიან თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, სხვადასხვა საზოგადოებების დამოკიდებულებას გამოკითხვების მიმართ და ა.შ. როგორც ქ-ნმა ლორამ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოკითხვების სწორი ინტერპრეტაცია, რათა
12 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა პირველი კურსის სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრის ფარგლებში იბსუელებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქ-ნი ბაია ივანეიშვილი მიესალმა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, სტუდენტებისთვის ფაკულტეტის მუშაობის სპეციფიკის, მათთვის საინტერესო ინფორმაციის, ფაკულტეტზე არსებული სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობას. ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის და ჟურნალისტიკის პროგრამების კოორდინატორებმა მიაწოდეს პირველკურსელებს სასარგებლო ინფორმაცია სასწავლო პროცესის
დასრულდა პროექტი „სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა“. საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ციკლი სკოლის მოსწავლეებისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საინტერესო პლატფორმის შექმნას მოსწავლეებისთვის საკუთარი ინტერესების განსასაზღვრად და შედეგად, მომავალი პროფესიის ასარჩევად. პირველი დღე საერთაშორისო ურთიერთობებს მიეძღვნა. მონაწილეებმა მოისმინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის, ბატონი რამაზ საყვარელიძის საჯარო ლექცია თემაზე „მსოფლიო ლიდერთა პოლიტიკური თამაშები“. დიალოგის
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მე-4 ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია ’’კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“ გაიმართა. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა და მოიცავდა ისეთ თემატიკებს, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა, საჯარო მმართველობა და სოციოლოგია. გახსნის ცერემონიალის შემდეგ კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა სასესიო სხდომებზე. სესიები დაყოფილი იყო სხვადასხვა სფეროების და თემების მიხედვით. კონფერენცია მიმდინარეობდა 4