- 26/07/2024
- By მარიკა
- In კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- 232
- 0
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა კიბერეთიკის ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ზაურ ჭიკაიძე, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კიბერეთიკის საკითხებს იკვლევს სხვადასხვა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებში. ტრენინგზე განიხილეს ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევების სახეები და მათთან გამკლავების გზები. ასევე, მონაწილეებმა მიიღეს კიბერშეტევების თავიდან აცილების რეკომენდაციები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა პირველადი დახმარების ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა MD, მედიცინის სკოლის დეკანი, პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორები, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ნატო ფაჩუაშვილი, აფილირებული-ასისტენტ პროფესორი, გურანდა ხაბეიშვილი და მოწვეული ლექტორი სალომე გურეშიძე დაესწრნენ მე-12 ევროპულ კონფერენციას განათლების შესახებ (ECE2024), რომელიც ლონდონში გაიმართა. IBSU-ს ლექტორების პრეზენტაციები ეხებოდა შემდეგ თემებს: სწავლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: მასწავლებლების აღქმა განათლებაში ChatGPT-ის გამოყენების შესახებ (ნატო ფაჩუაშვილი) ინტერაქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტების მოტივაცია და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება
IBSU-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია მელიქიძემ მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე უნივერსიტეტის განახლებული სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც მოიცავდა IBSU-ს ხედვას, მისიას, მიზნებსა და ღირებულებებს. პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს განახლებული ხელშეკრულებები და აკადემიური პერსონალის აფილირების პირობები.