- 30/01/2017
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 161
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოციაციის მიერ უკვე განხორციელებულ აქტივობებს, პროექტებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ, ხოლო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან
2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ შორის. ამავე დღეს უნივერსიტეტთან გააფორმა მემორანდუმი იურიდიულმა კომპანიამ – „Full Legal Service”. გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ. უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა, პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ,
თბილისის საქალაქო სასამართლოში პრაქტიკოსი მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტისა (Us Embassy DOJ) და ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA ROLI) მხარდაჭერით განხორციელდა. იმიტირებული პროცესები 5 პარალელური ჯგუფისთვის ერთდროულად ჩატარდა, სადაც ნაფიცების როლში შავი ზღვის უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ წარმოდგენილი. პროექტი
21 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ესტუმრნენ იტალიელი პროფესორები: ფრანჩესკო ბაჩინი და ანდრეა ბორონი. პროფესორმა ბაჩინიმ გამართა საჯარო ლექცია შრომის სამართალში. პროფესორი ბორონი კი ერთი კვირის განმავლობაში წაიკითხავს მოკლე სალექციო კურსს “შედარებითი საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტაში” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და ეკონომიკის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე 26 ოქტომბერს ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბიუროს კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური და ფსიქიატრიული დეპარტამენტის მუშაობის წესს. სტუდენტებს შეხვდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია ბიუროს მუშაობისა და გამოცდილების შესახებ, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე
სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია.სტუმარმანატოს სამეკავშირეო მისიისა და ზოგადად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე,ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი რანგის სტუმრისგან დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ მისთვის.