- 18/04/2016
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 154
- 0
მოგესალმებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვის ცენტრი აწყობს დასაქმების გამოფენას 20 აპრილის 10:30-დან 15:00-მდე. გთხოვთ ინფორმაცია გააზიაროთ სხვა სტუდენტებთანაც და ასევე შეავსოთ ბმულზე მოცემული ფორმა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გამოფენის დასაგეგმად მომავლისთვის. იხილეთ ფორმა ამ ბმულზე
21 აპრილს, 12:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, პარალელური გამოთვლების შესახებ გაიმართება სემინარი. შეხვედრას პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ხოსე კარლოს რუფინო ამარო გაუძღვება. მას აქვს დოქტორის ხარისხი განაწილებულ და პარალელურ სისტემებში. ასევე, იგი არის ინფორმატიკის მიმართულების კოორდინატორი ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ხოსე კარლოს რუფინო ამარო ლექციებს კითხულობს ისეთ საგნებში, როგორიცაა: ოპერაციული სისტემები,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში DAAD-ის ”უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა” პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და DAAD-ის პროექტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს როგორც პროგრამის მიზნები და მიმდინარეობის პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინტელექტ კლუბის ორგანიზებით, “რა? სად? როდის?” ფინალი გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდებმა ფინალში მოსახვედრად 4 ეტაპი გაიარეს, თითო ტურში მონაწილეებს 15 შეკითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა. მეორე ტურში – 10 გუნდი გადავიდა, მესამეზე-5, ფინალი კი 20 ნოემბერს – 3 გუნდს შორის გაიმართა. ”მტკვარდალეულები”, ”ვალჰალა” და ”შიკანა” დღეს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს,