- 18/06/2025
- By მარიკა
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა, სიახლეები
- 190
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტის “საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის” ფინალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი შამათავამ პროექტის გამარჯვებული მოსწავლე სერტიფიკატითა და ბრენდირებული საჩუქრით დააჯილდოვა. კამპუსში ჩატარებულ ტრენინგებზე სკოლის მოსწავლეებმა ისწავლეს იდეების გასაგებად და დამაჯერებლად წარმოჩენა, ეფექტური საჯარო გამოსვლა/პრეზენტაციის მომზადება და სხეულის ენის სწორად გამოყენება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტთან (VSB), რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტია. VSB-ში მოქმედი პროგრამები მოიცავს ინჟინერიას, ტექნოლოგიებს, ეკონომიკას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინგლისურ და ჩეხურ ენებზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, საერთაშორისო პროექტის IDEA-ს ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ჩალაბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს გერმანიაში. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს IDEA პროექტის შემაჯამებელი შედეგები, მოქმედი ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის “მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” პირველი გამოსაშვები ჯგუფის დიპლომების მომზადების პროცესი და
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ჩინეთის დალიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის კვლევითი ცენტრის დირექტორს, პროფესორ გუო შუჰონგს; პროფესორ დიაო სიუჰუას და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორს ჩენ ჟენს. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პრორექტორი კვლევით დარგში თეა კბილცეცხლაშვილი და კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ფარსადანიშვილი, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Institut Lyfe-თან (სტუმართმოყვარეობის სკოლა, კვების სერვისი და კულინარიული ხელოვნება). საფრანგეთში მდებარე Institut Lyfe სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიაში პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აღიარებულია განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს მიერ და სტუდენტებს სთავაზობს აკრედიტებულ პროგრამებს მენეჯმენტის მიმართულებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. ვრცლად: