- 26/02/2026
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები
- 698
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას მომავალ სტუდენტებთან. ამჯერად, IBSU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გამართულ უნივერსიტეტების გამოფენას ეწვია. ღონისძიებაზე, რომელიც როგორც ამერიკული აკადემიის, ისე ახლომდებარე სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობდა, IBSU-ს მარკეტერებმა აბიტურიენტებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გაცვლითი პროექტები და ის უპირატესობები, რასაც IBSU სტუდენტებს სთავაზობს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერ ასოციაციასთან ერთად, ინფორმატიკაში მოსწავლეთა მე-13 ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა. ტრადიცია, რომელიც 2014 წლიდან იღებს სათავეს აერთიანებს ტექნოლოგიებით მოტივირებულ ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან. მონაწილეებმა საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით იმუშავეს და 5 საათის განმავლობაში რთულ ალგორითმულ ამოცანებს C++ ენის გამოყენებით უმკლავდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს გამარჯვებულებმა, ოფიციალურ დიპლომებთან ერთად, IBSU-სგან

გაიცანით #IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი, საბა გულბათაშვილი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს ISAG-ის უნივერსიტეტში, პორტუგალია. “გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება თავდაპირველად გარკვეულწილად სპონტანური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი საზღვარგარეთ მესწავლა, ევროპული კულტურა უკეთ და სიღრმისეულად გამეცნო და საერთაშორისო მეგობრები მყოლოდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ვიკავებდი. თუმცა,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს უნივერსიტეტებს შორის გამართულ საქართველოს თასი ჭადრაკში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, არქიტექტურის პროგრამაზე ჩატარდა საკურსო პროექტების გამოფენა და დაჯილდოება. ღონისძიება ასევე მოიცავდა დასკვნით გამოცდებს არქიტექტურულ პროექტირებაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემოდგომის სემესტრში შესრულებული საუკეთესო პროექტები. კონკურსში მონაწილეობდნენ II, III და IV კურსის სტუდენტები. თემები მოიცავდა საცხოვრებელ სახლს, სკოლასა და მუზეუმს. პროექტების საპრეზენტაციო ფორმატი იყო A1 პლანშეტები მაკეტებთან

კომპიუტერული მეცნიერებებისა და არქიტექტურის სკოლამ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, უმასპინძლა ტრადიციულ აკადემიურ ქსელურ ღონისძიებას „ყავა და ჩაი დეკანთან და პროფესორებთან ერთად“. შეხვედრას ესწრებოდნენ დეკანი, აფილირებული პროფესორები, ფაკულტეტის წევრები და მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი ხარისხის პროგრამის მეორე კოჰორტის სტუდენტები. ღონისძიება ძირითადად მიეძღვნა MIT-ის ორმაგი ხარისხის პროგრამის ღია განხილვას, მათ შორის მის მიმდინარე იმპლემენტაციებს, სამომავლო შესაძლებლობებს,
