- 162
- 0
IBSU-ს 360 გრადუსიანი ვიდეო და აუდიო სისტემა საჩუქრად გადასცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა მიმდინარე პროექტის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)“ ხელმძღვანელი იოსებ სალუქვაძე და საჩუქრად გადასცა ჰიბრიდული შეხვედრებისთვის 360 გრადუსიანი ვიდეო და აუდიო სისტემა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის თანახელმძღვანელი, თემურ გუგუშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილი, პრორექტორი კვლევით დარგში, ასოც.
IBSU-ში სტუდენტური ჟურნალის Vitascope რიგით მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. Vitascope არის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტური ჟურნალი, სადაც იბეჭდება სტუდენტების სტატიები სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია და კულტურა, ფილოსოფია და ეთიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება, გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა. ამავე დღეს გაიმართა Vitascope – ის შვილობილი ჟურნალის, Dreamscape
არჩევნების საფუძველზე და გასაუბრების შედეგად, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბჭოს წევრად აირჩიეს ამავე სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი თეკლა მამფორია. თეკლა მამფორია ერთი წლის ვადით იქნება სტუდენტების წარმომადგენელი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-3 მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციაში მონაწილეობდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 200-მდე სტუდენტი 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტების, ლიზი ხმალაძის, ელენე ჯინჭარაძის, მარიამ მეტრეველის და ანა ანდრიაშვილის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კონკურსები და დაფინანსებები“, რომელსაც უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი, თეა კუჭუხიძე. შეხვედრას მოდერატორობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის