- 14/06/2024
- By მარიკა
- In IBSU მედიაში
- 384
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა მიიღო. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/803156-ibsu-m-niderlandebis-elchs-umaspinzla
IBSU-ს უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე არჩვაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა თურქეთში, სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში, უცხოური ენების სკოლის ორგანიზებით. კონფეენციის თემა იყო “The Future of Language Education: Adapting to a Changing Landscape.” ეკატერინე არჩვაძის ნაშრომმა „ Developmental Approach to Peer Observation” წარმოაჩინა კოლეგების ურთიერთდაკვირვების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში და მისი როლი უცხოური ენების სწავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით,
IBSU-ში 2023-2024 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტებისა და სეზონური სკოლების დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ, პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში გიორგი მახარაშვილმა, პრორექტორმა სასწავლო დარგში სალომე კუჭუხიძემ და პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტრანსფორმაციულმა ქოუჩმა, თამარ შოშიაშვილმა პროექტებში ჩართულ სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის და სამახსოვრო სერტიფიკატებით დააჯილდოვეს, ხოლო სპონსორებმა – სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing, საბილიარდო კლუბი ოლიმპიკი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს ფინანსური მართვის ჯგუფს (FMG) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნესის, სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების პროგრამის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებს დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებაში, მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სტაჟირების შესაძლებლობების მიღებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა. ფორუმზე, რომელიც ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელის, არტ არაკელიანის მოდერატორობით წარიმართა, ნიდერლანდების ელჩმა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, თამარ შიოშვილმა ისაუბრეს ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობის შესახებ. ელჩმა მიმოიხილა ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ქალები აწყდებიან ლიდერის პოზიციებზე და